სიახლეები 2022-2023
კატეგორია - სიახლეები 2022-2023

სკოლა „აკადემოსი“ ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო თანამშრომლობით, რაც დიდი შრომისა და გამოცდილების დამსახურებაა. პედაგოგ-პროფესორები, რომლებსაც აკადემოსის სივრცეში შეხვდებით მაღალი ნდობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

სკოლა „აკადემოსის“ საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით აკადემოსელებისთვის საზღვრები არ არსებობს, მათი პრივილეგიები უსაზღვროა. თუმცა დღემდე ამ პრივილეგიებით სარგებლობა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ, ახლაა კი აკადემოსი ყველა მსურველს სთავაზობს ინგლისურის საერთაშორისოდ აღიარებულ სასერტიფიკატო ტესტებისთვის მზადების კურსებს, რომლებიც არიან: KET, PET, FCE.

  • KET -ის არის კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ტესტი, რომელიც ზოგადი ინგლისურის ყველაზე დაბალ დონეს შეესაბამება და მიზანია აჩვენოს, რომ თქვენ ფლობთ ყოველდღიურად საჭირო ინგლისური ენის უნარ-ჩვევებს.
  • კემბრიჯის უნივერსიტეტს ასევე აქვს PET-ის წინამოსამზადებელი ტესტი ინგლისურ ენაში. ამ გამოცდის მიზანია აჩვენოს, რომ თქვენ შეგიძლიათ კომუნიკაცია ყოველდღიურ პრაქტიკულ სიტუაციაში.
  • FCE-ის არის ასევე კემბრიჯის უნივერისტეტის წინამოსამზადებელი ტესტი ინგლისურ ენაში, რომელიც საშუალოზე მაღალი დონის გამოცდად არის აღიარებული.

სკოლა „აკადემოსში“ არის IELTS da TOEFL ტესტირებებისთვის მოსამზადებელი კურსები. როგორც ვიცით არსებობს მრავალი საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირება, აქედან ყველაზე დიდი პოპულარობით კი IELTS da TOEFL სარგებლობს.

ამბობენ რომ IELTS უნდა ჩააბაროთ თუ ევროპის რომელიმე ქვეყანაში აპირებთ სწავლის გაგძელებას და TOEFL თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში აპირებთ სწავლას, თუმცა უნივერსიტეტების უმრავლესობისთვის ორივე მისაღებია.

  • IELTS-ის ტესტი შემუშავებულია ინგლისური ენის ფლობის დონის გასარკვევად, რათა მარტივად შესაძლებელი გახდეს საზღვარგარეთ (ინგლისურენოვან ქვეყნებში) სწავლისა და მუშაობის გაგძელება. IELTS- ის გამოცდას აქვს ორი ფორმატი: აკადემოიული მოდული IELTS Academic და ზოგადი მოდული IELTS General.
  • TOEFL ტესტის ჩაბარება ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ამერიკის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ევროპის უნივერსიტეტების უმრავლესობაში სწავლის მსურველთათვის. ტესტი ამოწმებს რამდენად კარგად ფლობთ ინგლისური ენის უნარ-ჩვევებს საუნივერსიტეტო დონეზე, რამდენა გეხერხებათ მოსმენა, წერა და საუბარი.

და ბოლოს ვისაუბროთ SAT-ის შესახებაც. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ სკოლა „აკადემოსი არის international college board-ის მიერ ავტორიზირებული ცენტრი, რაც იმას გულისხმოვს რომ SAT-ის გამოცდების ჩაბარება და ამისათვის მომზადება აკადემოსის სივრცეშია შესაძლებელი.

SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის შეერთებილი შტატების უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც რომ ევროპის უნივერსიტეტების დიდი ნაწილი აღარ მოითხოვს SAT-ის გამოცდების ჩაბარებას, რადენიმე სასწავლების გამოკლებით.

SAT არსებობს ორი სახის: General SAT და Subject Test.

General SAT მოიცავს:

  • კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა)
  • მათემატიკას
  • ესსეს წერას 

SAT – Subject Tests

SAT -ის საგნობრივი გამოცდა ბარდება ორ შემთხვევაში:
1 - უნივერსიტეტის მოთხოვნით - თუ თქვენ გსურთ ჩაბარება ტექნიკურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტმა შესაძლოა მოგთხოვოთ საგნობრივი ტესტის ჩაბარება. რომელიც შეესაბამენა თქვენს მიერ არჩეულ პროგრამას.
2 - საკუთარი ინიციატივით - თუ თქვენ განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს ფლობთ რომელიმე საგანში და გსურთ რომ ეს უნივერსიტეტს დაანახოთ, შეგიძლიათ ამ საგანში ჩააბაროთ SAT-ის საგნობრივი ტექსტი და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გაუგზავნოთ სასწავლებელს.

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე.

კატეგორია - სიახლეები 2022-2023

შემოქმედებითი ასოციაცია ,,რევერანსის'' ორგანიზატორებმა ბაკურიანში მოაწყვეს თეატრალური ფესტივალი ,,ფანტელი '', რომელშიც თბილისის თეატრალურ სტუდიებთან ერთად მონაწილეობას იღებდა სკოლა „აკადემოსიც“.

სკოლა ,,აკადემოსის'' თეატრალური სტუდიის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა _ „თოვლის დედოფალი“ _ დიდი მოწონება დაიმსახურა.  შედეგად კი რამდენიმე ნომინაციაში შეძლო გამარჯვების მოპოვება:

  • ნომინაციაში „ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტა“ _ დიპლომი გადაეცა სკოლა „აკადემოსს“.
  • ნომინაცია „საუკეთესო დუეტი“ _ დიპლომი გადაეცა აკადემოსის მოსწავლეებს, ნინი ხავთას და დაჩი ქოიავა, ყვავების როლის შესრულებისთვის;
  • ნომინაციაში ,,საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი '' _ დიპლომი გადაეცა თორნიკე ბედიას, მეფის როლის შესრულებისთვის;
  • ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ: თეატრალური სტუდია „აკადემოსის“ რეჟისორს ბ-ნ ლაშა გოგნიაშვილს, სკოლა ,, აკადემოსის'' დირექტორს თამარ ჩანტლაძეს და აკადემოსის მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელ ნატა ჩხაიძეს''.
კატეგორია - სიახლეები 2022-2023
სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა, რომლის ბაზაზეც, საზღვარგარეთ სწასვლის გაგრძელების მსურველებს, SAT-ის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. გამოცდა სისტემატიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლებში და საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 5 სკოლაში. ეს წინგადადგმული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში უმაღლესი სკოლის განათლების პროგრესისათვის.
კატეგორია - სიახლეები 2022-2023
საჭადრაკო კლუბი "ოლიმპიური ჩემპიონი".
ლუკა ციცქიშვილი ბრინჯაოს მედლის ფლობელი. გილოცავთ! პედაგოგი მარიამ ნიქაბაძე.
კატეგორია - სიახლეები 2022-2023
როგორც უკვე დაანონსდა ,სკოლა აკადემოსი International College Board-ის მიერ ავტორიზებული ცენტრი გახდა, რომლის ბაზაზეც, საზღვარგარეთ სწასვლის გაგრძელების მსურველებს, SAT-ის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.აკადემოსში დაკომპლექტდა SAT-ის მოსამზადებელი კურსები, რომელიც მოიცავს მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ერთობლივი მუშაობის პროცესს იმისათვის, რომ მოსწავლეების წარმატება და პროგრესი, დროის მინიმალურ მონაკვეთში, გარანტირებული იყოს. შედეგად, რეკომენდაცია გაიცემა სუსტ და ძლიერ უნარ-ჩვევებზე. კონცენტრირდება ის სფეროები, რომლებიც მომგებიანი იქნებიან დამატებითი სწავლებისა და პრაქტიკისათვის.
სწავლება დაფინასებულია სკოლის მიერ „სკოლა აკადემოსი-ს“ ყველა მოსწავლისთვის. SAT-ის გამოცდებისათვის მზადება მათემატიკა, ინგლისური .გისურვებთ აკადემოსელებო 100% გრანდის მოპოვებას .
კატეგორია - სიახლეები 2022-2023

გილოცავთ აკადემოსელებო პირველ ტურში მიღწეულ უმაღლეს ქულებს . ვიმედოვნებთ ,რომ მეორე ტურშიც იყოჩაღებთ .(პედაგოგი ნინი ჯამათაშვილი). მე-6 კლასი:

1. კვეკვესკირი ლიკო
2. ვარდიაშვილი დემეტრე
3. შერაზადიშვილი ლუკა
4. ძიაპშიპა დიმიტრი
5.მელიქიძე ლიზი
მე-7 კლასი
1. ბორცვაძე ელენე
2. გოგრიაშვილი სანდრო
3. გოგრიაშვილი საბა
4. სიგუა ანასტასია
5. ძიაპშიპა მარიამი
კატეგორია - სიახლეები 2022-2023

სკოლა ,,აკადემოსის თეატრალური დასი მიწვეულია თეატრალურ ფესტივალზე ბაურიანში ,სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადსხვა თეატრალური სტუდიის მოსწავლეები საქართველოს მასშტაბით.

ვუსურვოთ ჩვენს პატარებს წარმატებული თამაში .რეჟისორი ბ-ნი ლაშა გოგნიაშვილი.

კატეგორია - სიახლეები 2022-2023
როკო აკადემიის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა შორის CODE.ORG -ის კონკურსზე ფინალში გავიდა მე-4 კლასის მოსწავლე იოანე ამუზაშვილი.
კატეგორია - სიახლეები 2022-2023
სკოლა ,,აკადემოსის''ფერწერის პედაგოგის ნახატების გამოფენა- მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრი.
კატეგორია - სიახლეები 2022-2023
გილოცავთ ,ქართული ენისა და ლიტერატურის ,ეროვნულ სასწალო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასვლას . (პედაგოგი თამარ ორმოცაძე) მარიამ გრიგოლია ანასტასია მაჭარაშვილი ანა ონიანი სოფო ინდაშვილი გიორგი კანდელაკი ლუკა მუკბანიანი ნია ფანჩულიძე.